საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მას საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

უწყება ამბობს, რომ 14:00 საათზე, "შატო მუხრანში" ორივე მხარე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება.

მისი თქმით, ილჰამ ალიევის ვიზიტისას განიხილება ასევე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი