"პროკურატურას მინდა ვუთხრა, "გაჩალიჩება" უკეთ შეიძლებოდა..." | რას ედავებიან სინამდვილეში ნიკა გვარამიას - საქმის სამართლებრივი განმარტება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ბოლო სხდომაზე ვრცლად საუბრობს რუსთავი 2-ის საქმესა და ტელევიზიაში თანხების მობილიზაციასა და განკარგვასთან დაკავშირებით.

ის იხსენებს ინტერმედიასთან დადებულ ხელშეკრულებას და კოპანიაში თანხების გადანაწილებას. ამბობს, რომ ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, მაშინ, როცა რუსთავი 2-ს საქართველოს ირგვლივ ტურნე ჰქონდა და ბათუმში გამარტულ კონცერტზე 50 000 ადამიანი შეიკრიბა, რის მეორე დღესაც გაიგეს, რომ ქიბარ ხალვაშმა მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

"რაც არ უნდა ვილაპარაკო მე და ჩემმა მხარემ, დაცვისამ, ამას მნიშვნელობა სასამართლომ არ მიანიჭა. და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რას ილაპარაკებს ბრალდების მხარე, სასამართლო ხშირად არც უსმენს ბრალდების მხარეს. გადაწყვეტილება იმთავითვე არსებობს და წინა ინსტანციის მოსამართლემ უბრალოდ საკუთარ ღირსებას თავი დავანებოთ, პროფესიული ღირსება მაინც ხო შეიძლება არსებობდეს, რომ გაწერო სიყალბე, მაგრამ დაწერო და არა ის გამოაცხო, რაც მივიღეთ წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ. იგივე შეიძლება ვთქვა პროკურატურაზე. ის რომ ადამიანს პოლიტიკურად დევნი, კატასტროფაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პროფესიული სირცხვილი ასახო ფურცელზე. იმიტომ რომ ფურცლები არ იწვის, მეგობრებო, ნაწერები არ იწვის, რჩება.

ახლა ვისაუბროთ პროფესიულ სირცხვილზე:

პირველი ეპიზოდი, ე.წ. კონტრაქტის ეპიზოდი, მე ასე დავარქმევ, 2015 წლის. საქმე მდგომარეობს შემდეგში. 2015 წელს იყო რუსთავი 2-ის ტურნე საქართველოს ირგვლივ. რომლის ერთ-ერთი ბოლო იყო კონცერტი ბათუმში. სადაც იყო 50 ათასამდე ადამიანი - ზღვაში იდგა ხალხი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველად რომ შევხედე ამდენ ადამიანს, მივხვდი, რომ ძალიან შარში ვიყავით, იმდენი ხალხი იყო. ბიძინა ივანიშვილს მაშინ ჯერ კიდევ ეშინოდა ხალხის და მეორე დღეს, აეროპორტში, თბილისში გაფრენის წინ, გავიგეთ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ქიბარ ხალვაშმა. აქედან დაიწყო. მანამდე, უნდა ვთქვა, რომ რუსთავი 2-ში როცა მივედი, 2012 წელს, სრული შემთხვევითობის წყალობით, მაგრამ, ნუ ასე მოხდა და კარგია, რომ მოხდა, არ ვნანობ ამას, არხი, რეალურად იყო განწირული იმისთვის, რომ გამხდარიყო სულ მცირე არა მაგრამ საშუალო მედია. 10-მილიონიანი შემოსავლით და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებით და სერიალებით.

ასეთი იყო განწყობა დამფუძნებლების. რაციონალური განწყობა სხვათაშორის და მოხდა შემდეგი - მივიღე გადაწყვეტილება რადიკალური და საკუთარი პასუხისმეგებლობით, მე არ მჩვევია პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ზოგადად ადამიანებმა შეიძლება ჩემი დანიშვნა გადაწყვიტონ და ამოცანა დამისახონ მაგრამ გადაწყვეტილებებს მიზნის მიღწევისთვის ვიღებ მე. ასე მესმის ემ პასუხისმგებლობა. მოხდა ისე, რომ 13 და 14 წელს კომპანია გავიდა მოგებაზე ქართულ ტეელსივრცეში პირველად მსხვილი სატელევიზიო კომპანია გავიდა მოგებაზე. პირველად და სამწუხაროდ, უკანასკნელად დ მიხვდა ყველა, პირველ რიგში ხელისუფლება, რომ ამ კომპანიას ფინანსური პრობლემა აღარ აქვს და როცა ტელევიზიას არ აქვს ფინანსური პრობლემა, აღარავინაა მისი პრობლემა, არც ხელისუფლება, არც მათ შორის დამფუძნებლის პოზიცია და ა.შ. აქ სხედან ჟურნალისტები და ზუსტად იციან, რაზე ვსაუბრობ" - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიას მიმართვა სრულად:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი