სასამართლო კლანზე კონტროლი და ზეწოლა ძლიერდება | მურუსიძე და გვრიტიშვილი ისევ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

გამოქვეყნდა:

სასამართლო კლანზე კონტროლი და ზეწოლა ძლიერდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმეორედ არჩეული კლიანის ოდიოზური ლიდერი არც კი მალავს და ღიად უპირისპირდება სამოქალაქო ორგანიზაციებს და ოპოზიციას.

ლევან მურუსიძე ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის ღალატში ადანაშაულებს ყველას ვინც კლანის მხილებას ცდილობს და ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე სრულ კონტროლზე საუბრობს. სისტემის მმართველ მოსამართლეებს მთლიანად უჭერს მხარს "ქართული ოცნება" და მხოლოდ ოპოზიცია და არასამთავრობოები ცდილობენ ხმამაღალი განცხადებებით და ფაქტების კონსტატირებით ინფორმაცია დაქსავლელ პარტნიორებამდე მიიტანონ, რომლებსაც ამ დრომდე აქვთ საქართველოში სასამართლოს რეფორმირების იმედი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი