ნიკა გვარამიას პოლიტიკური სასამართლო | პოლიტპატიმარი მედიამენეჯერის გზავნილები და მიმართვა საზოგადოებას

გამოქვეყნდა:

სასამართლო განხილვა სააპელაციო ინსტანციაშიც დასრულებულია. მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა და ახლა ქვეყანა პოლიტპატიმარ მედია მენეჯერის საქმეზე გადაწყვეტილების მოლოდინშია. სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს და სიტყვის თავისუფლების დაცვის პირდაპირი მაჩვენებელი იქნება. თუმცა ყველა თანხმდება, რომ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ბიძინა ივანიშვილის ნებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებას მოსამართლეები, დიდი ალბათობით ვერ შეძლებენ. 

ბოლო პროცესზე საზოგადოებას თავად პოლიტპატიმრად ქცეულმა "მთავარი არხის" დამფუძნებელმაც მიმართა. "მე არ ვეძებ თავისუფლებას, რადგან თავისუფალი ადამიანი ვარ - მე ვეძებ სამართალს" - ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ნიკა გვარამიამ, და კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. საბოლოოდ სხდომა ისე დასრულდა, რომ სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოაცხადა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი