დასკვნითი სხდომის პარალელურად, სააპელაციო სასამართლოს ეზო ნიკა გვარამიას თანამოაზრეებითა და მხარდამჭერებით იყო სავსე. ყველა თანმხმდება, რომ მოსამართლეთა კოლეგია ვერ იქნება დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებაც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მიიღება.
ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები მესამე სექტორის წარმომადგენლები - ყველა, ვინც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პოლიტიკური დევნის პროცესს ადევნებს თვალს, აცხადებს, რომ ახლა ქვეყანა არა მხოლოდ ნიკა გვარამიას, არამედ მართლმსაჯულების სისტემისა და ქართული სახელმწიფოს განვითარების განაჩენის მოლოდინშია.