მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ქართველ ხალხს და გაფრთხილება ხელისუფლებას. ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მისამართით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან გაკეთებული განცხადება ფაქტობრივად დაცლილია დიპლომატიური რევერანსებისგან და მმართველ გუნდს ღიად აკისრებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მნიშვნლოვან უკუსვლაზე.
მასშტაბური ანტიდასავლური კამპანიის მიღმა რომ "ქართული ოცნება" დგას, იციან ვაშინგტონში და სწორედ ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებენ ევროინტეგრაციის პროცესის მოსალოდნელ ჩავარდნას. სახელმწიფო დეპარტამენტის ხისტი განცხადებების გაბათილებას დღეს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით და ისევ განდგომილების დახმარებით ცდილობდა, თუმცა უცვლელი სტრატეგიით.