"ქართული ოცნების" ევროპული პოლიტიკური თაღლითობა - ბრიუსელიდან დაბრუნებული ოპოზიციის ორი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის კლანს ღიად ამხელს. ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე ასაჯაროებენ სქემას, რომელიც მათ ევროპის დედაქალაქში გააცნეს და რომლითაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება 12-პუნქტიანი გეგმის ჩაგდებას, მაგრამ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მაინც აპირებდა.
ამ სქემაში ქართული მხარის გარდა მთავარი მოქმედი პირები ევროპული ქვეყნების ლიდერები იყვნენ - რომლებისგანაც საქართველოს ოლიგარქიულმა კლანმა უარი მიიღო და ივანიშვილის გეგმა ჩავარდა.
დრამატულად მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი ისევ ბრიუსელში მოძებნეს. ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებმაც დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს გვერდის ავლას ცდილობდა და პარალელურად უმოქმედო იყო გეგმის შესრულებაში, თავად შესთავაზეს ქვეყნის ხელისუფლებას ვადის გადაწევა.
ახლა მმართველ კლანს 12 პუნქტის შესასრულებალდ ერთი წელი აქვს, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს არაფერს ნიშნავს.