იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მისთვის და მისი კოლეგებისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება მოჰყვეს.
"ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?!...." - ამბობს გვრიტიშვილი
გარდა ამისა, გვრიტიშვილი არასამთავრობო სექტორს აკრიტიკებს და ამბობს, რომ გააკრიტიკა და განაცხადა, ე.წ. "კლანი“ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.
სერიოზულად განიხილავთ ამას ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში" - ამბობს გვრიტიშვილი
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი და ლევან მურუსიძე საბჭოს წევრებად 23 ოქტომბერს ხელახლა აირჩიეს.