უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მიიწვიეს - ინფორმაციას რუმინული გამოცემა Agerpres ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოწვეულები არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა.
სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება.
და ის მოიცავს ოთხ სესიას მადრიდის ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით. სამიტზე საუბარი იქნება უკრაინაში მიმდინარე ომსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.