დღეს, თბილისი საქალაქო სასამართლოში ე.წ პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია დანიშნული. პროცესი სავარაუდოდ გადაიდება, რადგან მესამე პრეზიდენტი საკუთარ სასამართლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ ვერ დაესწრება.
ცენტრ "ემპათიას" და ამერიკელი ექსპერტების დასკვნა კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. კვირის ბოლოს იქნება პასუხი ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზისაც, რომელიც დაადგენს ხომ არ მოწამლეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში ადვოკატებს ექნებათ საფუძველი, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.