დეპუტატ ირაკლი ხახუბიას ცხედარი ცოტა ხნის წინ სახლიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გასროლის ხმა დილით, სახლში ხახუბიას მეუღლემ გაიგო.
ადგილზე მივიდნენ "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე. ისინი ოჯახის წევრებს ხვდებიან.
ოჯახს მედიასთან ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. წინასწარი ცნობით, ისინი მომხდარს დეპუტატის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომრეობას უკავშირებენ, მას შემდეგ რაც 2017 წელის მაისში, მისი შვილი, გორთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. მას პოლიციამ გზა გადაუკეტა, ირაკლი ხახუბიას შვილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
იხილეთ: