მოლდოვას პარლამენტში, "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიის წევრი, რადი მარიანი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ აშშ-ის მეირ ოლიგარქ ვლადიმერ პლახატნუკის დასანქცირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სიგნალს უგზავნის ოლიგარქებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.
"ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო და ეს იყო დაკვეთა მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებისგან, ისევე როგორც ჩვენი პარტიისგან, რომ ეს ადამიანი და მასთან აფილირებული ადამიანები დასანქცირებულიყვნენ ძალაუფლებას ბოროტად გამოყენებისთვის, კორუფციისთვის, მართლმსაჯულების სისტემის მიტაცებისთვის. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ კავშირები რუსეთთან და ცდილობდნენ, რომ მოლდოვა რუსეთის გავლენის სფეროში მოექციათ. ამიტომ, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ აშშ-მა აღიარა ის ფუნდამენტური საფრთხეები, რომლებსაც ეს ადამიანები უქმნიდნენ მოლდოვის დემოკრატიას. ეს არის სერიოზული სიგნალი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის, რადგან ჩვენ რეფორმებს ვატარებთ, მაგრამ ზოგიერთი მოსამართლისგან წინააღმდეგობებს ვაწყდებით.
დიახ, ეს ასევე უგზავნის სიგნალს ოლიგარქებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. იმიტომ რომ არ შეიძლება, სისტემა ატყუო მუდმივად. ჩვენთან საკმაოდ რთული იყო პლახატნიუკის მოშორება ხელისუფლებიდან და ბევრმა ადამიანმა ისიც კი დაიჯერა, რომ ის ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნებოდა. თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის", - ამბობს რადი მარიანი.
"მთავარ არხთან" საკითხზე ასევე ისაუბრა კიდევ ერთმა მოლდოველმა დეპუტატმა, დუმიტრუ ალაიდამ, რომელიც ამბობს, რომ
"შეერთებული შტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია ნებისმიერი ოლიგარქისთვის. ნებისმიერი მაგისთანასთვის ვინც ფიქრობს რომ კანონის უზენაესობაზე მაღლა დგას. თუ ვინმე ფიქრობს რომ პასუხისმგებლობას გაექცევა - არა - ეს დროის საკითხია. ამ ადამიანებმა ხვალინდელ დღეზე უნდა იფიქრონ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. მსგავსი შეზღუდვები დაუწესდება ყველას ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს და მის პრინციპებს არ იცავს - არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რომელ ქვეყანაში იქნება", - ამბობს ის.
ამავე აზრს იზიარებს ოპოზიცია საქართველოში.