შაქარაშვილის საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქმეში დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რომლებსაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.
შაქარაშვილის საქმე არის თავიდან ბოლომდე გაყალბებული და ყველა მტკიცებულება რომელიც უნდა იყოს საქმეში ეს მტკიცებულებები არის მოსპობილი და ჩამოშლილია თვითონ უწყებების მიერ ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც ახლა აინტერესებს საზოგადოებას, არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი - პირველი, ვინ არიან ის დამნაშავეები, ვინც იძალადა შაქარაშვილზე და მას მოუსპო სიცოცხლე და მეორე, რომელიც ასევე აინტერესებს საზოგადოებას, ვინ არიან ის მფარველები და ვინ არის ის მფარველი, რომელმაც დაავალა უწყებას საქმის გაყალბება, - ამბობს ხატია დეკანოიძე.