მიტაცებული არჩევნები, გავლენა სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ უწყებებზე, კორუფცია და მედიის სრული კონტროლი - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა მილიარდერი და მოლდოვის ყველაზე მდიდარი ადამიანი დაასანქცირა.
კრემლის მოკავშირე პლახატნიუკი, რომლის არაფორმალური მმართველობაც მოლდოვის დემოკრატიული განვითარების მთავარი მუხრუჭი იყო სიაში მარტო არ არის. შეზღუდვები ასევე 8 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს უწესდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც პლახატნიუკის მართვის სტილი ძალიან გავს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს, ეს არის მკაფიო სიგნალი ქართველი მილიარდერისთვის, რომ ის კიდევ უფრო მიუახლოვდა საერთაშორისო სანქციებს.