"ქართული ოცნება" კრემლს სულ უფრო უახლოვდება. პრემიერმინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში უკვე შეფასდა, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის დასაწყისი პოლიტიკურ ლიდერთან, რომელიც ყველაზე დიდ ევროსკეპტიკოსად და კრემლის ბოლო ევროპელ მოკავშირედ სახელდება.
ირაკლი ღარიბაშვილის და ვიქტორ ორბანის საერთო გზავნილები აშკარად მიანიშნებდა ურთიერთგაგებას საქართველოს და უნგრეთის მთავრობის მეთაურებს შორის. უფრო მეტიც, ორბანმა ფაქტობრივად ღიად გააკრიტიკა ბრიუსელი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გამო.
პრემიერების განცხადებებში საერთო იყო რუსეთისადმი დამოკიდებულების სულისკვეთებაც - არც საქართველოს და არც უნგრეთის პრემიერებმა ღიად არ გააკრიტიკეს კრემლი და არ მოითხოვეს რუსეთის არმიის გასვლა უკრაინიდან.
ავტორი: ზურიკო პეტროსიანი