ამ უდიდესი ტრაგედიის გამოყენება ხდება გარკვეული წრეების მხრიდან იმისთვის, რომ დამატებითი აჟიოტაჟი შემოიტანონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცლ საქმეს.
მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომ დროულად იქნას საბოლოო დასკვნა დადებული,
რადგან უკვე ექსპერტიზა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით რა იქნება ბოლოში და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უდიდესი ტრაგედიის გამოყენება ხდება გარკვეული წრეების მხრიდან იმისთვის, რომ დამატებითი აჟიოტაჟი შემოიტანონ ისედაც უმძიმეს საქმეში, - ამბობს სოფო კილაძე.