ძალიან ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება - ირაკლი აბესაძე შაქარაშვილის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ძალიან ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. 

ოპოზიციის წევრები საქმის დროულად და გამჭვირვალედ გამოძიებას მოითხოვენ. 

ჯერ-ჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერცერთ სისხლისსამათლებრივ პასუხისგებაში მიცემულ ბრალდებულს ამ საქმეზე, რომელსაც ამ მუხლით ექნებოდა ბრალი წაყენებული. კვლავ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ბუნდოვანი და პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება. პირველ რიგში, ვინ იმყოფებოდა რეალურად ადგილზე, როდესაც მოხდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, შემდეგ ვინ მივიდა იმ ადგილზე, ადგილი ჰქონდა თუ არა შემთხვევის ადგილის შეცვლას და მტკიცებულებების განადგურების მცდელობას, ერეოდა თუ არა ვინმე თბილისიდან გამოძიების მიმდინარეობაში, - ამბობს ირაკლი აბესაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი