ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებს დაუბრუნდეს "მარცვლეულის ექსპორტის'' შეთანხმებას

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუბრუნდეს  "მარცვლეულის ექსპორტის''  შეთანხმებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი twitter-ზე წერს.

​მისი თქმით, კრემლის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. 

"რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს შეთანხმება, საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას, უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება", – ამბობს ბორელი

ცნობისთვის, რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გადის და აცხადებს, რომ   გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმების" შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი