რუსეთი მოლდოვის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, იური იგნატის თქმით, რუსეთი მოლდოვას საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის იყენებს. 

​"[რუსები]  უტევენ უკრაინას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან, იყენებენ მოლდოვას სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიას, მის საჰაერო სივრცეს ტერორისტული თავდასხმებისთვის“, - ამბობს იგნატი

იგნატმა აღნიშნა, რომ ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც უნდა იყოს დოკუმენტირებული და დასავლური საზოგადოებისთვის ნაჩვენები.

" ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები მოლდოვას გავლით უკრაინას, სამხრეთ-დასავლეთით რაკეტებს ესვრიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენას  რუმინეთის საზღვრიდან 5-10 კილომეტრში. ანუ ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი ნატოს ქვეყნების პროვოცირებას ახდენს“, - თქვა იგნატმა

შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში, 31 ოქტომბერს, დილით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ოკნიცას რაიონში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

იხილეთ ასევე:

მოლდოვის ჩრდილოეთით რუსული რაკეტა ჩამოვარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი