გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან, უმრავლესობას შეკითხვები არ აქვს. "ქართული ოცნების" პარტიული ლიდერები დღეს "მთავარ არხს" და პოლიტიკურ ოპონენტებს დაესხნენ თავს.
გამოძიების ერთადერთი ინტერესია ყველა დეტალთან დაკავშირებით ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს და მეორე ალტერნატიული, ე.წ. გამოძიება პარტიული ტელევიზიების მეშვეობით მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ხალხს "ალტერნატიული სიმართლე" შეაპაროს, მოატყუს- ამბობს მამუკა მდინარაძე და "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
კითხვის ნიშნები ჯერ არ შეიძლება გქონდეს - ასე აფასებს გამოძიების მიმდინარეობას უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი გია ვოლსკი და ისიც ოპოზიციის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს:
ასეთი უტიფარი და უზნეო ინფორმაცია, რაც მათი ტელევიზიებით კეთდება და ზოგიერთები აქ კიდე შეკითხვებს სვამენ, ასეთი არ არსებობს. "მთავარი არხი" არის ის საწარმო , სადაც მზადდება და ტირაჟირდება ეს უზნეო ტყუილები" ამბობს ვოლსკი
"ოცნების" წევრებისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ენდობიან მათი ყოფილი თანაგუნდელები და მათგან განსხვავებით, შეკითხვებიც აქვთ.
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები გიორგი შაქარაშვილისა და დათუნა სარალიძის მკვლელობების გამოძიებებს შორის პარალელებს ავლებენ
პირდაპირი ანალოგია შემიძლია გავავლო სარალიძის საქმესთან მიმართებაში. საგამოძიებო ქმედებები გარკვეული ნაწილი ტარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვადსხვა არხებზე ვხედავთ გასულ სიჟეტებს- ამბობს ლევან კობერიძე.
იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში გუშინ ახალი ფიგურანტების შესახებ გახდა ცნობილი, გამოძიება ამ ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაინტერესებულა. საქმის ახალი დეტალებზე "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში ისაუბრეს.