პოლიტიკური მართლმსაჯულების მოლოდინში | რამდენიმე საათი ნიკა გვარამიას განაჩენამდე

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ვერდიქტის გამოცხადებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება. სააპელაციო სასამართლოში ხვალ, დილის 11 საათზე ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. გასაჩივრებული საქმის განხილვა მოსამართლეებმა ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ დაასრულეს და საბოლოო ვერდიქტის მისაღებად ჩვეულებრივზე მეტი დრო დასჭირდათ.

პოლიტიკური პატიმრის ადვოკატებს მხოლოდ დღეს აცნობეს, რომ გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება და მსჯელობის ხანგრძლივი ვადა აძლიერებს ეჭვს, რომ აბსურდული ბრალდებით დაპატიმრებული მედიამენეჯერის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მოსამართლეები არიან ჩართული. ხვალ საბოლოოდ გაირკვევა, რამდენად ძლიერია პოლიტიკური გავლენა ამ საქმესა და მთლიანად მართლმსაჯულებაზე საქართველოში.

მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი