სააპელაციო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი პატიმრობაში დატოვა და მას სასჯელი დაუმძიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება სასჯელის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
იმის გამო, რომ სასჯელის ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.