ნიკა გვარამია სააპელაციო კოლეგიის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საპატიმროში მისი ინტერსების დამცველმა მოინახულა. ნიკა თავს მხნედ გრძნობს და ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელი პოლიტიკური ვერდიქტი მისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.
"ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნიკა გვარამია არის ძალიან მედგრად და ეს განაჩენი მას თავისუფლებას ვერ წაართმევს, იმიტომ რომ, როგორც თვითონ უთხრა მან მოსამართლეებს ბოლო პროცესზე, ის არ ეძებს თავისუფლებას, ვინაიდან ის არის თავისუფალი და ის ეძებს სამართლიანობას, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს სააპელაციო სასამართლოს პალატისგან ყველაფერი მოვისმინეთ, გარდა სამართლიანობისა. დღეს ვნახეთ სამი მორჩილი ადამიანის მიერ ხელისუფლების დაკვეთის უპირობოდ და უსიტყვოდ შესრულება.
ჩვენ, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში, არა იმიტომ რომ იქ გვექნება ილუზია დამოუკიდებელი და ობიექტური მართლმსაჯულების მიღების, არამედ იმიტომ რომ გამოვიყენოთ ყველა საშუალება, მათ შორის შიდა საშუალებების ამოწურვის თვალსაზრისით, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.