ევროპული პერსპექტივა და ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარება კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგა. ევროკავშირის 12-პუნქტიანი სავალდებულო რეკომენდაციებიდან მთავარი მოთხოვნები "ქართულმა ოცნებამ" დღეს დემონსტრაციულად უგულებელყო. "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით რჩება ივანიშვილის პოლიტიკურ მძევლობაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებას მალევე მოჰყვა ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ხისტი შეფასებები. მოკავშირეები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი ახლა ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დადგა.
დღევანდელ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ელოდებოდნენ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. ბრიუსელიდან დღეს ყველაზე მძიმე განცხადებები გავრცელდა. ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი კიდევ ერთი მაგალიათია იმისა, თუ როგორ ცდილობს ოლიგაქიული რეჟიმი დაბლოკოს საქართველოს ევროპული გზა - ამბობენ ევროპარლამენტში.