ნიკა გვარამიას პოლიტიკური განაჩენი | რისთვის იხდის სასჯელს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურად კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილება - ხელისუფლების კარნახით სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას სასჯელს კიდევ უფრო ამძიმებს და აშკარას ხდის პოლიტიკურ მოტივებს. პოლიტიკური კლანის მორჩილი სასამართლო კლანის სამმა წარმომადგენელმა დაკვეთა პირნათლად შეასრულა და "ქართულ ოცნებას" ფაქტობრივად მოუხსნა ერთ-ერთი უხერხულობა დასავლელ პარტნიორებთან მედია მენეჯერის საქმეზე კამათში.

სრული გამართლების ნაცვლად, რომელსაც მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია მოელოდნენ, მოსამართლეებმა პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინეს და "მთავარი არხის" დამფუძნებელი იმ ეპიზოდშიც დამნაშავედ სცნეს, რომელზეც საქალაქო სასამართლომ გვარამიას ჯარიმა მიუსაჯა.

საყოველთაო შეფასებით ასეთი გადაწყვეტილება არის პირდაპირი ნიშანი, რომ ოლიგარქი რეპრესიული პოლიტიკის შერბილებას არ აპირებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი