"ეს კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია... ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს" | იან კელი ნიკა გვარამიას განაჩენზე

გამოქვეყნდა:

"ქართველების უმეტესობას ევროპული მომავალი სურს. ეს [სააპელაციოს განაჩენი] კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია. წინსვლის ნიშანი არ ჩანს. ქართველი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს", - ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატიმრობაში დატოვებას. 

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი 2 ნოემბერს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს,  სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა - ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი