"რა თქმა უნდა, ეს ძალიან პრობლემატური საკითხია, რადგან რეზოლუციაშიც, და მომავალ ანგარიშშიც და ზოგადად საქართველოს მთავრობასთან ევროპარლამენტის კომუნიკაციაში, იმედი გვაქვს, რომ როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერი საქმე ჟურნალისტების წინააღმდეგ, განხილული იქნება, ასე ვთქვათ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ჭრილში, ასე რომ ეს ჩვენთვის საკმაო პრობლემაა, მაგრამ რა თქმა უნდა, დავაკვირდებით როგორ სრულდება სხვა პუნქტები, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს სისტემატური ცვლილების ნაწილია. [...] პირადად ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო საქმეა, როგორც აღვნიშნე, საჭიროა განსხვავება მოხდეს სისტემატურ ცვლილებებსა და ერთ ინდივიდუალურ საქმეს შორის, რომელიც წარმოადგენს პრობლემას და რომელსაც შევეხებით მომავალ კომუნიკაციებში".
ამბობს "ფორმულასთან" ევროპალამენტარი, მარკეგტა გრეგოროვა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე.