დროა მივიღოთ ფინეთი და შვედეთი - სტოლტენბერგი თურქეთს

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სტამბოლში ვიზიტისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან განაცხადა, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობა გააგრძელონ. 

"ამ კვირაში მე ვესაუბრე ფინეთის და შვედეთის ხელმძღვანელობას.
და მივესალმები ორივე ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძირითად, კონკრეტულ ქმედებებს მემორანდუმის პრაქტიკაში განსახორციელებლად. [...] 

ასე რომ, დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს.
მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს და ჩვენს ხალხს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს",- თქვა სტოლტემბერგმა.

თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ივნისში, რათა გზა გაეხსნათ ორ ქვეყანას ტერორიზმთან და იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მუშაობაზე. ნატო-ს ახალი წევრების მიღებისთვის ჯერ მხარდაჭერა თურქეთს და უნგრეთს არ გამოუცხადებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი