"ეს თავისუფალ მედიაზე შეტევაა" | ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ პრეზიდენტს ევროპარლამენტარებიც მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას სააპელაციო განაჩენის გამოცხადების შემდეგ არ წყდება "ქართული ოცნების" კრიტიკა დასავლელი მოკავშირეების მხრიდან. რამდენიმე დღეში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტიდან საგანგებო მიმართვას მიიღებს, რომლითაც გავლენიანი დეპუტატები ქვეყნის მეთაურს მოუწოდებენ გამოიყენოს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და ამით დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა, მისი გათავისუფლებით უნდა დასრულდეს - ეს განცხადება კი უკვე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს ეკუთვნის. 

იხილეთ ასევე:

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი