შეტევა კრიტიკულ მედიაზე უფრო მასშტაბური ხდება. "ქართული ოცნების" მორჩილი სასამართლო 6 დეკემბერს დავით კეზერაშვილის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში იწყებს.
პოლიტიკური მართლმსაჯულების მიზანი შესაძლოა ტელეკომპანიის დაყადაღება და მისი აუქციონზე გასხვისება იყოს. საქალაქო სასამართლომ კეზერაშვილს პოლიტიკურად მოტოვირებული ბრალდებით 5 მილიონი ევროს გადახდა დააკასირა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი საქართველოში "ფორმულას" გარდა სხვა აქტივი არ აქვს.
"ქართული ოცნება" ბრალდებებს, რა თქმა უნდა, უარყოფს, ოპოზიცია კი ხელისუფლების რუსულ სცენარზე საუბრობს, რომელიც კრიტიკული მედიის განადგურებას გულისხმობს.