პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ არის ორიენტირებული მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და მათი სოციალური მდგომარეობისა და პრობლემების მოგვარებაზე.
ევროპელ პოლიტიკოსს საკუთარი მოსაზრების არგუმენტად პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან, რიგები მოჰყავს.
„ზოგადად მე ძალიან დიდი ყურადღებას ვაქცევ ჩვეულებრივ, საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პოლონეთი უყვართ და იქ უნდათ ყოფნა, არამედ სოციალური გაჭირვების გამო.“, - თქვა მალგოჟატა გოშევსკამ.
შეგახსენებთ, გოშევსკას დღეს უკვე მესამედ უთხრეს უარი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ასევე, არ მისცეს ნიკა გვარამიასთან შესვლის უფლებაც.
ამავე თემაზე: