ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპულ მომავალს კიდევ ერთხელ გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და კიდევ ერთხელ "ქართულმა ოცნებამ" ეს სწორედ სასამართლოს ხელით გააკეთა. პოლიტიკური პატიმრებით და უსამართლო სამართლით "ქართული ოცნება" უკვე დემონსტრაციულად აჩვენებს ევროპას, რომ მას არ უნდა ევროკავშირთან დაახლოება, არ უნდა, რომ საქართველო დემოკრატიული იყოს და პირიქით, უნდა, რომ რაც შეიძლება დააშოროს ქართველი ხალხი თავისუფალ სამყაროს და უნდა, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მოწყვლადი გახდეს რუსეთის მიმართ, იქნება ეს ეკონომიკური დამოკიდებულება, თუ პოლიტიკური უძლურება.
ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამ გეგმის, ევროპისგან დისტანცირების გეგმის, მხოლოდ ნაწილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ როცა ნიკას პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო პარნტიორი - "ოცნება" ახსნა-განმარტებებს კი არ აკეთებს მათთვის, როგორც პარნტიორმა უნდა ქნას, არამედ აქეთ ლანძღავს ისე, როგორც ამას მაგალითად ჟირინოვსკი იზავდა, ცოცხალი რომ იყოს.
როცა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა მიხეილ სააკაშვილის ნახვის სურვილს გამოთქვამს, მას ისევე ცივად აბრუნებენ უკან, როგორც ამას კრემლი გააკეთებდა. "ოცნება" უკვე იმდენად შორს წავიდა ჰიბრიდული ომის ამ სტადიაზე, რომ ახლა კატეგორიული ტონით და დაუფარავად ითხოვს პრეზიდნეტისგან, რომ ნიკა ციხეში დატოვოს.
გვარამიას პოლიტიკური განაჩენით "ქართულმა ოცნებამ" პროდასავლურობის და დემოკრატიულობის ბოლო ნიღაბიც ჩამოიხსნა. რას ვაპირებთ შემდეგ? ამ კითხვის ადრესატი მხოლოდ პოლიტიკოსები არ არიან, ამ კითხვის ადრესატი ყველა მოქალაქე ვართ...