სამშაბათს ხმა უნდა მივცეთ მოხსენებას, სადაც ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზეც იქნება საუბარი - მირიამ ლექსმანი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლუქსმანი ამბობს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის პატიმრობა თავისუფალ მედიაზე შეტევას გამოხატავს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. 

ლექსმანის თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიჰყვება ევროკომისიის იმ რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის დაევალა.

"ვფიქრობ, რომ ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც დაფუძნებულია საეჭვო ბრალდებებზე, გამოხატავს უფრო ფართო პრობლემას, რასაც თავისუფალ მედიაზე შეტევა ჰქვია და ასევე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არ მიჰყვება იმ 12 რეკომენდაციას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამ მხრივ, პირველ რიგში, აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც უნდა მოგვარებულიყო. გვარამიას საქმე გვიჩვენებს, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო ღრმავდება. გარდა ამისა, ამ რეკომენდაციებში აღსანიშნავია დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შექმნა და რეფორმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს. საუბარია, ასევე დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასა და თავისუფალ მედიაზე. ნაცვლად ამისა, ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას. ევროკავშირი აკვირდება ამ ყველაფერს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გაჰყვეს იმ გზას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია", - თქვა მან.

გარდა ამისა, ლექსმანმა გადაცემაში აღნიშნა, რომ ხვალ, 8 ნოემბერს ევროპარლამენტში სხდომა გაიმართება, სადაც ევროპარლამენტარებმა ხმა უნდა მისცენ მოხსენებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლიმენტაციის შესახებ. მისი თქმით, მოხსენებაში საუბარი ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილსაც შეეხება.

"სამშაბათს ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მოხსენებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ, ეს მოხდება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და ამ მოხსენებაში ნიკა გვარამიას საქმეზეც იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვეხებით მიხეილ სააკაშვილის საკითხს, სამართლებრივ პროცედურებსა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ მისი გათავისუფლება ჰუმანიტარულ საფუძველზე", - თქვა მირიამ ლექსმანმა.

ცნობისთვის, 12-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა

ამავე თემაზე:

ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში - იუკნევიჩიენე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი