
ახალი სარჩელი ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი ძალადობის საქმე სტრასბურგში გადაიგზავნა. ხუთ ივლისს მოძალადე ჯგუფების თავდასხმების შედეგად დაზარალებული ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დადასტურებას მოითხოვენ.
16 ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლი, სარჩელი კი მათი სახელით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზდა. უფლებადამცავ ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ საქმეზე განხორციელებული გამოძიება არაეფექტურია და ამ დრომდე დაუსჯელი არიან ძალადობის ორგანიზატორები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები.