თავდაცვის მინისტრის საეჭვო შეხვედრა ირანის ელჩთან | საქართველო საერთაშორისო სკანდალის ზღვარზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და კრემლის მოკავშირე ირანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის შეხვედრა. ჯუანშენ ბურჭულაძის უწყება მაჰმუდ ადიბთან მოლაპარაკების დეტლებს არ ასაჯაროებს და მხოლოდ ოფიციალური განცხადებით შემოფარგლა.

ირანელი დიპლომატისა და თავდასცვის მინისტრის პირიპირ დიალოგი უკვე გახდა რეზონანსული, რადგან ირანი ერთ-ერთი გამონაკლისი სახელმწიფოა, რომელიც აგრესორ კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება და მკვლელი დრონებით ამარაგებს.

ცოტა ხნის წინ საქართველო საერთაშორისო სკანდალის ზღვარზე სწორედ ირანული ლაინერის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცით სარგებლობის გამო აღმოჩნდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი