დონალდ ტრამპის თქმით, 15 ნოემბერს "დიდ განცხადებას" გააკეთებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის გააკეთებს "დიდ განცხადებას" მომავალ კვირას. 

"მე ვაპირებ ძალიან დიდ განცხადების გაკეთებას სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარ-ა-ლაგოში" - თქვა ტრამპმა მხარდამჭერების წინშე ოჰაიოში, ორშაბათს ღამით, სადაც ის ატარებდა შუალედური არჩევნების ბოლო მიტინგს.

დღეს ამერიკელები ხმას აძლევენ არჩევნებში, რომლის შედეგებმაც შეიძლება გამოიწვიოს რესპუბლიკელების მიერ კონგრესის ერთი ან ორივე პალატის კონტროლი.

ტრამპის წინადადება, რომ ის თეთრ სახლში მეორედ იყრის კენჭს, გაჟღერდა მას შემდეგ, რაც მან გააკრიტიკა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თქვა, რომ შეერთებული შტატები მისი ხელმძღვანელობით „დაკნინებული ერია“.

"ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აღარ სცემენ პატივს და აღარსად უსმენენ მთელ მსოფლიოში" - თქვა მან.

პარალელურად ტრამპი სამართლებრივი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის რამდენიმე გამოძიების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრალდების წაყენება. ისინი მოიცავს გამოძიებას ასობით დოკუმენტის საიდუმლო ნიშნებით, რომლებიც ამოღებული იქნა FBI-ის მიერ მისი მარა-ლა გოსის სახლიდან, ასევე, მიმდინარე სახელმწიფო და ფედერალურ გამოძიებებს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი