
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "7 ნოემბრის საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სავარაუდოდ, სხდომა კვლავ გადაიდება.
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს რომ პატიმრობის პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. მედიკოსები თანხმდებიან რომ დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობისთვის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.
საექსპერტო დასკვნა კი, რომელზეც ცენტრი "ემპათია" და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. იმ შემთხვევაში თუ დასკვნაც დაადასტურებს რომ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ გადაყვანა ესაჭიროება, უფლებადამცველები სასამართლოზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ.