
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ამბობს, რომ აუცილებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ. მისი თქმით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებული ანგარიში ძლიერ მხარდაჭერის სიგნალს აგზავნის ქართველი ხალხის ევროპულიი მისწარფებების მიმართ.
"ეს ანგარიში აგზავნის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს. იმეორებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, საქართველომ წარმატებით უნდა გადაჭრას თორმეტი ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც მითითებულია ევროკავშირის მიერ.
საქართველოში ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, ამიტომ აუცილებელია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებებმა გაამართლონ ხალხის მოლოდინები", - აღნიშნავს მიქსერი.