ნატო-ს შემდეგი სამიტი ლიეტუვაში, 11-12 ივლისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ნატო-ს განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ხელს უწყობს ძლიერი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველყოფას მთელი ალიანსისთვის.

"ჩვენ გვაქვს ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო ცივი ომის შემდეგ. ვილნიუსში შეხვედრა იქნება შესაძლებლობა მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და გადახედონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, ასევე გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - ამბობს სტოლტენბერგი.

მისი თქმით, მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში, ტრანსატლანტიკური კავშირი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის კვლავაც არსებითია მილიარდობით მოქალაქის უსაფრთხოებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი