ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის გადაწყვეტილების დროს პრობლემატური იქნება, პოლიტპატიმრები EU-ს წევრ ქვეყანაში დაუშვებელია - გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

საქართველოში მართლმსაჯულება რომ დამოუკიდებელი იყოს, მაშინ ამ საქმეში არ ჩავერეოდით, რადგან ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ეს საქმე პოლიტიკურია - აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ნიკა გვარამიას საქმის შეტანასთან დაკავშირებით.

"მთავარ არხთან" საუბარში, გრეგოროვა ამბობს, რომ პოლიტიკური საქმე და პოლიტიკური პატიმრები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაუშვებელია:

"ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანის შემდეგ ჩვენ ეს საკითხი შევიტანეთ მოხსენებაში. იქ წერია, რომ შეშფოთებულები და გაწბილებულები ვართ, რადგან მიგვაჩნია რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია. საქართველოში მართლმსაჯულება რომ დამოუკიდებელი იყოს, მაშინ ამ საქმეში არ ჩავერეოდით, რადგან ეს სასამართლოს საქმეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ეს საქმე პოლიტიკურია; ამასთან ეს  დიდი პრობლემაა სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების თავისუფლებისთვის. შესაბამისად საკითხი  მოხსენებაში შევიტანეთ. 

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას, სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, რა სტანდარტებია ამ მხრივ საქართველოში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმე პოლიტიკურია, ჩვენ ვთვლით, რომ ის როგორც მინიმუმ ხელახლა უნდა იქნას განხილული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ან, თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეიძლება რომ შეწყალების საკითხი დადგეს. 

ნიკა გვარამიას საქმე ევროკომისიის გადაწყვეტილების დროს, რა თქმა უნდა, პრობლემატური იქნება, რადგან პოლიტიკური პატიმრები ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დაუშვებელია. ამიტომ, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები. თუ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მაშინ პრობლემა არ არის". ამბობს ევროპარლამენტარი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი