
სომხეთის მთავრობა გონს მოეგოს და კონფლიქტის ახალი კერების შექმნას თავი დაანებოს - ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა.
სომხეთის ვურჩევ გონს მოეგოს. რა გამოსავალსაც აირჩევს აზერბაიჯანი, ჩვენ მხარს მათ დავუჭერთ. ვხედავთ, რომ კონფლიქტის ახალი კერების შექმნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სხვა ტერიტორიებზე ყურადღების გადატანა სურს. ჩვენ აზერბაიჯანის გვერდზე ვდგავართ, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაიჭრა. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, გარდაცვლილთგან ერთ-ერთი საზღვრის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეა.