შეასრულებს თუ არა "ოცნება" ევროპარლამენტის რეზოლუციას | ევროპელი კანონმდებლები ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ქვეყანა, რომელიც კულისებიდან ოლიგარქის მიერ იმართება და სადაც პოლიტპატიმრები ციხეში ჰყავთ, ევროპული ოჯახის წევრი ვერ იქნება - ასეთია საქართველოს სტარატეგიული პარტნიორების პოზიცია, რომელიც ღიად და საჯაროდ "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაუფიქსირეს. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტით მმართველ გუნდს შეახსენეს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდის არავის სჯერა და როდესაც ევროდეპუტატები საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე, გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს.

ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის მთავარი პუნქტები იმ შეუსრულებელ ვალდებულებებს მოიცავს, რომელსაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით ხელისუფლება მუდამ უგულებელყოფს. დოკუმენტით, რომელმაც სახელისუფლებო პარტიის ლიდერებს წონასწორობა დააკარგინა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს ნიკა გვარამია პოლიტიკური ტყვეობიდან, შეწყდეს კრიტიკული მედიის დევნა და მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ადექვატური მკურნალობის შესაძლებლობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ევროპელი კანონმდებლები მოითხოვენ, გათავისუფლდეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გავლენებისგან. სწორედ ანგარიშის ეს ჩანაწერი გახდა მმართველი გუნდის მორიგი შეტევის და შეურაცხმყოფელი განცხადებების მიზეზი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი