
კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, მათ მიერ მხარდაჭერილი 5 არამოსამართლე წევრობის კანდიდატი წარადგინა:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი პარლამენტში 30 სექტემბრიდან გამოცხადდა. იურიდიული კომიტეტის მიერ 4 ოქტომბერს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად კი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისას მათი საჯარო მოსმენის ვალდებულება დადგინდა.
"კოალიცია დიდი ხანია საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს.
პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს", - წერს კოალიცია.
კოალიცია ამბობს, რომ აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები - მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსესუსი იარსებებს.