"რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს დაუბრინდათ სახელმწიფო, პირველ რიგში, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს. როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში".
ამბობს "ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე ევროპარლმანეტის რეზოლუციაზე.