"საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა" | ALDE-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

"საქართველოსთვის ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა" - ამის შესახებ ALDE-ს პრეზიდენტისა და ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

პარტია ალდე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, მთავარი არხის დირექტორი. პრესის თავისუფლება არ არის უბრალოდ მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. პრესის თავისუფლება არის დემოკრატია.

საქართველოს ევროპული მომავლის გასაღები დევს ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში, როგორც ეს ხაზგასმულია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს მცირე და საშუალო საწარმოები, რადგან მათ აქვთ პოტენციალი, რომ მეწარმეობის განვითარებას შეუწყონ ხელი.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა, საქართველოს მთავრობა განახორციელებს სწრაფ ცვლილებებს პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებით, პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით და ასევე კანონის უზენაესობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.

ნათელია, რომ ვლადიმირ პუტინი ყველაფერს გააკეთებს, რომ დათესოს უნდობლობა საქართველოსა და მის ევროპელ მეგობრებს შორის, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებში. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, - ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი