გორის ტრანსპორტის სააგენტო სკანდალში ეხვევა | ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული კაზინოში გაფლანგა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გორის ტრანსპორტის სააგენტოს ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს შემდეგ ხალხის ფული ამ შემთხვევაშიც ბუღალტერმა ლეილა წკრიალაშვილმა მიითვისა. საუბარია რამდენიმე ათას ლარზე.

ხალხის ფული ამ შემთხვევაშიც აზარტულ თამაშებში გაიფლანგა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ბიუჯეტიდან დიდ ფულს მხოლოდ ერთი ბუღალტერი ვერ მოიპარავდა და ეს კარგად მოფიქრებული თაღლითური სქემაა, რომელსაც "ოცნების" მაღალჩინოსნები მფარველობენ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი