"მორიგი სტრატეგიული მარცხი..." | უოლესი რუსების ხერსონიდან გასვლაზე

გამოქვეყნდა:

ხერსონიდან რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანა კრემლის მორიგი სტრატეგიული წარუმატებლობის ნიშანია - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრიმა ბენ უოლესმა ისაუბრა. 

"თებერვალში რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, გარდა ხერსონისა. ახლა, როცა ისიც დანებდა, რიგითმა რუსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: "რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?" - თქვა მან. 

უოლესმა დასძინა, რომ რუსეთის არმიამ უკანონო შემოჭრის შედეგად უზარმაზარი ზარალი განიცადა და მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი