
რუსეთისა და ირანის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი - ვლადიმერ პუტინმა და ებრაჰიმ რაისმა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
"განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის მთელი რიგი აქტუალური საკითხები პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორში. შეთანხმდნენ, რომ კონტაქტები რუსეთისა და ირანის შესაბამის დეპარტამენტებს შორის გაძლიერდება“, - წერს "ტასი" კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, პუტინმა ირანის პრეზიდენტს 26 ოქტომბერს, ქალაქ შირაზის მეჩეთში მომხდარი თავდასხმის გამო მიუსამძიმრა.