ისტიკლალზე თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა | თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე თავი თვითმკვლელმა ქალმა აიფეთქა - ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი საუბრობს. ამბობს იმასაც, რომ მასთან ერთად ტერაქტში კიდევ ორი კაცი მონაწილეობდა. 

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ტერაქტის გამოსაძიებლად 10-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება, დაიღუპა - 6, რომელთაგან 4 ადგილზე, 2 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მანამდე კი, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს და "არის ნიშნები, რომ ტერაქტის საქმეში ქალიც ფიგურირებს".

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი