"ბევრჯერ გადაგვაგო, სიტყვა გატეხა და გადამგდებ პოლიტიკოსს არ ვენდობი" - ამბობს "ნაციონალური მოძრობის" მხარდამჭერი და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე პარტიის ამჟამინდელ თავმჯდომარე, ნიკა მელიაზე. ამ თემაზე მან პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მუმლაძემ მისი გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
"ნაციონალურ მოძრაობაში განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია თავიდან ბოლომდე მიიყვანა უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა. ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით, უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან", - თქვა გიორგი მუმლაძემ.
მუმლაძეს უკვე უპასუხეს "ნაციონალურ მოძრაობაში", ანი წითლიძე ამბობს, რომ მნიშვენლოვანია სხვისი დისკრედიტაციის ხარჯზე ქულების დაწერა არავინ სცადოს.
პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს ფორმატზე, თუ რამ ფორმით ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები.